სავალუტო რეზერვები 4.85 მლრდ დოლარამდე შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოს სავალუტო რეზერვები დეკემბერთან შედარებით, თითქმის 156 მილიონი დოლარით, 4.85 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში რეზერვები 5 მლრდ დოლარი იყო, გასული წლის იანვრის ბოლოს კი 4.89 მლრდ დოლარი. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, რეზერვების შემცირება სებ-ის მიერ ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას უკავშირდებოდა. „კლება განპირობებული იყო დეკემბრის დასაწყისში […]
ირაკლი კობახიძე – იყო საუბარი საპენსიო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს – ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ

საუბარი იყო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, სადაც ეს შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაგეგმილია და ყველა საკითხი განხილული იქნება. „რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით. პარლამენტში ეს დაგეგმილია, ბატონმა ირაკლი ზარქუამ ეს […]
ირაკლი კობახიძე – ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე – მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა

ვერავინ ვერ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, რომ ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც არის იმავდროულად ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე. შესაბამისად, მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს. კობახიძის თქმით, თუ ვინმეს მიეცემა […]
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე ეუთო/ოდირში მოწვევა უახლოეს დღეებში გაიგზავნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე ეუთო/ოდირში მოწვევა უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა არჩევნების გამართულად, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. უახლოეს დღეებში, ეუთო/ოდირში გაიგზავნება მოწვევა იმისთვის, რომ მათი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვიდეს. აბსოლუტურად ღია ვიქნებით თანამშრომლობისთვის და ყველაფერი გაკეთდება […]
სი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ

ჩინეთმა და რუსეთმა მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, სი ძინპინმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და განვითარების ინტერესები უნდა დაიცვან. სატელეფონო საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა გარე ძალების საშინაო საქმეებში […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ივანე ჯაგოდნიშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ […]
ირაკლი კობახიძე – შეიძლება მგელი ცხვრის ტყავში გაეხვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით მისი ბუნება არ შეიცვლება! – მთავარია საზოგადოება იყოს ფხიზლად

შეიძლება მგელი ცხვრის ტყავში გაეხვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით მისი ბუნება არ შეიცვლება! – მთავარია საზოგადოება იყოს ფხიზლად, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების განწყობებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება როგორც წინა რვა არჩევნების შემთხვევაში, მეცხრე არჩევნებზეც სიფხიზლეს გამოიჩენს. „ყველა საკუთარ პოლიტიკურ ტაქტიკას თვითონ განსაზღვრავს. უყურებენ საკუთარ […]
რომან გოცირიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე – როგორც მე გავიგე, ის ძალიან აქტიური იქნება არჩევნებამდე

როგორც მე გავიგე, ის [პრეზიდენტი] ძალიან აქტიური იქნება ამ დარჩენილ პერიოდში, არჩევნებამდე – ამ ქვეყანამ შეასრულოს ორი მნიშვნელოვანი ამოცანა – ერთი, ევროკავშირში გაწევრიანება და ახალ სტადიაზე გადასვლა და მეორე, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება [მოხდეს] – კონსტიტუციურად, სამართლიანად, თავისუფალი არჩევნებისა და კონკურენტული არჩევნების ჩატარების პირობებში, – აღნიშნულის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც […]
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს – მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც მანიპულაციებში იყო შემჩნეული – ფაქტები არსებობდა იმ მანკიერ ქმედებებზე, რომელსაც თქვენი ლიდერი სჩადიოდა

მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის თქვენი პარტიის თავმჯდომარემ [გიორგი გახარიამ], რომელიც წარსულში მანიპულაციებში იყო შემჩნეული, იმიტომ, რომ კონკრეტული ფაქტები არსებობდა ამ მანკიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც თქვენი ლიდერი სჩადიოდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ბუჩუკურის გამოსვლას, სადაც მან თქვა, რომ გიორგი გახარიას არაერთხელ […]
ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე – ეს მარტო ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდიოდნენ დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზეც ჩააბარეს ორი ისტორიული რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას

ეს მარტო ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდიოდნენ ეს ადამიანები დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზეც მათ ჩააბარეს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც 2008 წლის, აგვისტოს ომი შეაფასა. კობახიძის თქმით, „ის რაც მოხდა 2008 წელს, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, უკვე […]