ადვოკატის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, რამაზ ფევაძეს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში „პირადი ნივთები, მათ შორის ოქროს ჯვარი, მობილური და საფულე მოპარეს“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რამაზ ფევაძის ადვოკატის, ლაშა თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში პირადი, ოქროს ნივთები, მათ შორის, საფულე მოპარეს. ამასთან ადვოკატის თქმით, ფერაძე აქციას მშვიდობიანად აპროტესტებდა, მისი დაკავების დროს კი მასზე ძალადობას ჰქონდა ადგილი და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აღენიშნება. თოდუას თქმით, ფერაძისთვის მოპარულ ნივთებშია მობილური ტელეფონი, ოქროს […]

მარკო მიხელსონი – ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს

ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს. „ტერორის გამოყენება ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას იცავენ, საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს. ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყველა მორჩილი დამსჯელის წინააღმდეგ […]

„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაური იყო – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს

პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაური იყო – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის […]

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს. „იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, “იმედმა” გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე […]

,, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს” – თეა აბაშმაძე

შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი, თეა აბაშმაძე წერს: ,,შალვა რამიშვილს თავის გადაცემაში უხსენებია ჩემი შვილები, რომლებიც ყოველ დღე აქციებზე დგანან ხალხთან ერთად. ის კი, ისევ საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს და ფარისევლურად იყენებს შვილებს. თან, სხვა მისნაირებს აგულიანებს, უნდა გავუძლოთ შვილების ამბოხსო, იმ შვილების რომელთაც მომავალს ვუსპობთო” შეგახსენებთ, წერილი გამოაქვეყნა შალვა რამიშვილის შვილმა ლაშამაც.

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია ბინის/ოფისის გასაჩხრეკად მოგვადგება – იურისტის განმარტება

დღეს, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლებში შევიდა. ადგილზე მყოფი პოლიციელების ინფორმაციით, მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა ამის საფუძელს ისინი ჯერჯერობით არ განმარტავენ. სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” სპიკერი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია განმარტავს ჩხრეკის სამართლებრივ საფუძვლებს. თუ ტარდება ბინის ჩხრეკა, მას უნდა ესწრებოდეს ბინის მესაკუთრე/მფლობელი. თუ ტარდება ოფისის ორგანიზაციის ჩხრეკა, […]

„ლელოს“ ორი წევრი დააკავეს

„ლელოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ავრცელებს. „იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, — წერს საბა ბუაძე. მანამდე სამთავრო ტელევიზიებმა გამოაქვეყნეს სავარაუდოდ აქციაზე გადაღებული ფარული ჩანაწერი, სადაც ამავე წყაროს მტკიცებით, კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების ქონების […]

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა სამსახური დატოვა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, არ ეთანხმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს მხრიდან დღის წესრიგში აღარ დადგება. „დღეიდან ჩემი აქტივობები აღარ ასოცირდება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან. ორგანიზაცია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია და რომლის წარმატება ჩემთვის, როგორც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი […]

მიხეილ ჯანელიძის შემდეგ, დებატებში მონაწილეობაზე თინა ხიდაშელიც უარს აცხადებს

მიხეილ ჯანელიძის შემდეგ, ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მონაწილეობაზე თინა ხიდაშელიც უარს აცხადებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. „პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად რა და როგორ მიმაჩნია სწორად, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი, თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე, სადაც თავს […]

„დებატები არ იქნება…ამასობაში დღეს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიები დაიწყეს“ – თინა ხიდაშელი

„პაპუნას გზავნილის შემდეგ დებატები არ იქნება. იმის მიუხედავად რა და როგორ მიმაჩნია სწორედ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. – ძალიან ბევრი რამეა იმ არარაობისთვის სათქმელი თავს რომ პრემიერს ეძახის, იმ აუდიტორიის წინაშე სადაც თავს უკეთ და კომფორტულად გრძნობს. მე მჯერა რომ ყველა მათი ტრიბუნა უნდა დავიკავოთ და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში ჩავაყენოთ. ჩემთვის, და წინააღმდეგობის მოძრაობისთვის […]