დააკავეს „ლელოს“ წევრები, რომლებიც აქციაზე „ფარულ ჩანაწერში ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, რომლებიც ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში და, პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ. დაკავებული არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე წერს, რომ ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია. იგი ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს. „ტელეკომპანია „იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახანს დააკავეს ჩვენი […]
შსს ჩხრეკას ატარებს ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში. სამართალდამცავებმა ნენსი ვოლანდი ჩხრეკისთვის თავად წაიყვანეს სახლში. იგი იმყოფებოდა „დაიტოვეს“ ადმინის, ილია ღლონტის სახლთან – ბინაში შსს-ს თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ. რის საფუძველზე მიმდინარეობს ჩხრეკა ნენსი ვოლანდის სახლში, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება ილია ღლონტის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას, ის ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის […]
„დაფიონის“ ცნობით, ჯგუფის ლიდერი დააკავეს, გრძელდება ჩხრეკა სხვა აქტივისტებთან

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონსის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ჯგუფის ფეისბუკ-გვერდის ცნობით, ის „პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს“. რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების დაზუსტებას. 4 დეკემბერს არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზოციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, „გირჩის“ წევრი გელა ხასაია; ასევე, „ლელოს“ ორი წევრი. ამავე დღეს ჩხრეკა ტარდება პოლიტიკური პარტიების – „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ – ოფისებში. ასევე, სამოქალაქო […]
თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წვდომა შეზღუდულია

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წვდომა შეზღუდულია; გარდა ამისა, ვებგვერდზე დამატებულია ავტორიზაციის ფილტრი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, ნინი მაღლაკელიძე „კომერსანტთან“ ამბობს, შეფერხება ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული. ,,ანტიკორუფციული ბიუროს საიტს და კიდევ რამდენიმე საიტს აქვს ტექნიკური ხარვეზი. IT სამსახურის სპეციალისტები ამაზე მუშაობენ და მალე გამოსწორდება. ავტორიზაციის გრაფა საიტს ავტორიზაციის შემდეგ არ დაემატება. ვმუშაობთ, რომ […]
დადონ დღესვე მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს – ირაკლი კობახიძე

ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები, ჩვენ რომ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე, აქაც, სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ, რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ ევროინტეგრაციას ხელოვნურად […]
“დალუქეს კვერცხები, ლაზერები, პლედები, სნიკერსები” – რა მიაქვთ გირჩი/დროას ოფისიდან

ამ წუთებში, “გირჩი/დროას” ოფისის დაცლა მიმდინარეობს – პოლიციელებმა ადგილზე სატვირთო ავტომობილები მიიყვანეს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, დალუქულია ოფისში არსებული კვერცხები, ლაზერები, ნიღბები, პლედები, პუფები, საწვიმრები, სნიკერსები. მართლა სასაცილოა, აქციებში ვიყენებთ ამ ყველაფერს : პიროტექნიკას, პლედებს, აქციებში ვიყენებთ კვერცხებს, გამათბობლებს. რა ვიცი ყველაფერს. კიდევ გამოვიყენებთ აუცილებლად, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული წინააღმდეგობა ანტიკონსტიტუციურ რეჟიმთან […]
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა და უახლოეს დღეებში საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. „გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გასული 24 საათის განმავლობაში ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული სიტუაციისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა გამოხატა […]
სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში არიან შესული

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში არიან შესული. როგორც მანამდე ქრისტინე ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამომძიებელმა ილია ღლონტის სახლის ჩხრეკის შემდეგ მას სთხოვა, რომ მის სახლში გასაუბრების მიზნით მისულიყვნენ. „წარმოდგენა არ მაქვს რას ეძებენ, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, არც გზაში არ გვისაუბრია, არ ვიცი, უბრალოდ მოვედით. ღლონტის სახლთან გამომძიებელს არაფერი არ […]
ბუაძე: იმედზე გასული ბოდვის გამო ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს

პარტია ლელოს ლიდერი საბა ბუაძე ამბობს, რომ იმედზე გასული მასალის გამო მათი წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. “იმედზე გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი”, – წერს ბუაძე. ვიდეოში, რომელსაც ბუაძე ახსენებს და რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ არხებზე გავიდა, კასრაძე და კაძელაშვილი თითქოსდა, “ძალადობრივ გეგმაზე” ლაპარაკობენ.
მარკო მიხელსონი – ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს

ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორის გამოყენება საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს. „ტერორის გამოყენება ოპოზიციის ლიდერებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ თავისუფლებას იცავენ, საქართველოს პრორუსული არალეგიტიმური ხელისუფლების ნამდვილ ბუნებას აჩვენებს. ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყველა მორჩილი დამსჯელის წინააღმდეგ […]