ირაკლი კობახიძე – სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს

დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რჩება „უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ,რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი“. „ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერჯერობით ვარ მიგვიღია. ერთი სიის პრინციპი ეს კიდევ […]

APM Terminals Poti – ინკლუზიური გარემოს განვითარება ჩვენი მიზანია

მიმდინარე კვირას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება, ,,ეიპიემ ტერმინალსის” პოლიტიკაა შექმნას ინკლუზიური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები თავს იგრძნობენ რეალიზებულად და განვითარდებიან პიროვნული თუ პროფესიული თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიაში შეზღუდულ შესაძლებლობებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს უწოდებენ, რათა აღინიშნოს და დაფასდეს თანამშრომელთა უნარები. „ჩვენს კომპანიაში შეზღუდულ შესაძლებლობებს მრავალფეროვან შესაძლებლობებს […]

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს – გმადლობ, ვოლოდიმირ!

უკეთესად ვერ ვიტყოდი, გმადლობ, ვოლოდიმირ! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და კიდევ 18 პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს კონტროლი შავ ზღვაზე !“- წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა […]

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი […]

მამუკა ხაზარაძე – ბიძინა, დამთავრებულია შენი საქმე – ამ ქვეყანას ვერ გაარუსებ

ბიძინა ივანიშვილის რუსულმა სამარცხვინო რეჟიმმა გუშინ მოაწყო პოლიტიკოსებზე თავდასხმა და გაიტაცა ჩვენი თანამებრძოლი, პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი – დიახ, შავრაზმელებმა, ნიღბებიანებმა გაიტაცეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თავდასხმის და ჩასაფრების მოწყობის არანაირი საჭიროება არ იყო. „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე დღისით, მზისით. ამას […]

„სემეკის“ გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, კომისიამ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების […]

ირაკლი კობახიძე – კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში ჩართული იყვნენ რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და ახლა სიჩუმეს ინარჩუნებენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, მიუხედავად მათი ქმედებებისა, მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ

მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ დაგმო არავინ, განსაკუთრებით ვგულისხმობ შესაბამის საელჩოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მძიმე შეფასებას იმსახურებს. „მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ […]

ირაკლი კობახიძე – ელენე ხოშტარიამ დადო აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ იდგა პარტიული რესურსი

ელენე ხოშტარიამ დადო აღიარებითი ჩვენება იმის შესახებ, რომ ძალადობის უკან იდგნენ არა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები, არამედ იდგა პარტიული რესურსი, – ასე გამოეხმაურა პრემიერი, ირაკლი კობახიძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოფისში აქვთ ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი – პარალონი, პლედი, „ფოიერვერკი“, „სნიკერსები“ და კვერცხები იმისთვის, რომ პოლიციას ესროლონ. […]

ირაკლი კობახიძე – სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ყველამ ვიცოდით, დამტკიცდა რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება, რაც ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუციების მიმართ რეპუტაციას აზიანებს. „პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი საქმე, რომელიც სახელმწიფომ […]

ბანკებისთვის სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაფიცვის მოწოდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება – ლევან სურგულაძე

ბანკებისთვის სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაფიცვის მოწოდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება – ლევან სურგულაძე ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ის ბანკებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. როგორც ლევან სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს, კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაფიცვის მოწოდება – ყოველგვარ ზღვარს სცილდება. „მეგობრებო, ყველაფერი გამიგია […]