ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება – კობახიძე

„ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ თავის დროზე ეს ადამიანები რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს… ლიბერალური ფაშიზმის უკანაც დგას უცხოური დაფინანსება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური […]
ენგურჰესი ავარიული გათიშვის ზღვარზეა

ენგურჰესის კომპლექსი ჯვარის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ავარიული გათიშვის ზღვარზეა. ამის გამო აფხაზეთის ნაწილი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული უსაფრთხოების შტაბის სხდომაზე ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელმა თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკას რუსეთიდან მოთხოვნილი ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდა მოუწია. “იმ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, ეს არის არა ავარიული, […]
“სავსე ვართ ოდეერებით” – NCDC

არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული ქმედებების გამო ქვეყანაში არსებულ პროტესტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელ Linkedin-ზე ეხმაურება. NCDC-ის გვერდზე ნათქვამია, რომ მათი მენეჯმენტი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ქონების გამოა გაჩუმებული. “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, ქოცებით, ოდეერებით, და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული,” – წერია პოსტში.
არსებობდა ყველაზე დიდი რევოლუციური ჯგუფი, „დაიტოვე“, მისი ადმინი ყოფილა სტაჟიანი ,,ნაცი” – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რაც შეეხება მითს ე.წ გულწრფელი ახალგაზრდების თაობაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაა საქართველოში, მათი მცირე ნაწილი არის ოპოზიციის მხარეს, აქვს შესაბამისი განწყობები, უმეტესი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ მხარეს, მაგრამ მითი იმის თაობაზე, რომ ქუჩებში ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალადობდნენ გულწრფელი ახალგაზრდები, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა.
როგორც კი შევედით პარტიულ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა – კობახიძე

,,ძალადობის მთავარიწყარო იყო პარტიული ოფისები და როგორცკი ჩვენ შევედით ამ პარტიულ ოფისებში, დაამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა. გუშინ თქვენნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათპარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებსძალადობისთვის. როგორც კი მოიშალაძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწიარეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს.”
“რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს” – იმნაძე გერმანიიდან

სოციალურ ქსელ Linkdin-ზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით გავრცელდა განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც წერია, რომ ცენტრი სავსეა კორუმპირებული თანამშრომლებითა და ე.წ ოდეერებით. BMG-მ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს სთხოვა კომენტარი და იმნაძის პასუხი ასეთია: “რევოლუციონერების სისულელეებზე დრო არ მაქვს, გერმანიაში ვარ სერიოზულ პარტნიორებთან” – […]
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 მსჯავრდებულიდან 3 სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. “4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი […]
ელჩის დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა – ქართული დიასპორა

საქართველოს ისტორიის კრიტიკულ მომენტში, როცა დემოკრატიული პრინციპები და ევროპული მისწრაფებები ნადგურდება, ელჩის დუმილი და უმოქმედობა ამ პროცესში თანამონაწილეობაა – ამის შესახებ ქართული დიასპორა წერს. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი ადამიანი აწერს, ნათქვამია, რომ ქართული დიასპორისთვის საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მკაფიო პოზიცია და ამის საჯაროდ დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია. ჩვენთვის, როგორც ქართული დიასპორის წევრებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელჩის, საქართველოს […]
„მთავარი“ იმ სპეცრაზმელთა სიას აქვეყნებს, რომლებიც ტელეკომპანიის თქმით, დემონსტრანტებს უსწორდებიან

ტელეკომპანია „მთავარი“ აქვეყნებს ასკაციან სიას, რომელიც მათი მტკიცებით, აერთიანებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად კი იმ ადამიანებს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დაშლასა და დემონსტრანტების, მათ შორის, ჟურნალისტების ცემასა და დაკავებაში მონაწილეობენ. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ეს სია მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს. მას შემდეგ, რაც 5 დეკემბრის ღამეს, ტელეკომპანია „მთავარმა“ სია […]
ირაკლი კობახიძე – სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რაც ყველამ ვიცოდით, დამტკიცდა რომ კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვა და არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილდება, რაც ქართულ საზოგადოებაში ევროპული ინსტიტუციების მიმართ რეპუტაციას აზიანებს. „პრაქტიკულად არ არსებობს არცერთი საქმე, რომელიც სახელმწიფომ […]