ცოტნე ანანიძე – ომის დროს ქვეყნის ფულს რომ ფლანგავ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, ესაა, სწორედ, რუსული საქმის კეთება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ომის დროს ქვეყნის ფულს რომ ფლანგავ, რაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, ესაა, სწორედ, რუსული საქმის კეთება!“ – აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია – „ნაცმაიდნის“ ჩავარდნილი მცდელობის ხელახლა გაღვიძება წარუმატებლობისთვის არის განწირული

რეალურად, „ნაცმაიდანი“ უკვე ჩავარდნილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები საყოველთაო გაფიცვის შესახებ, სასოწარკვეთილი გზავნილებია. „მათ აქვთ გარკვეული რესურსი, ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური რესურსი, რომელიც იქმნებოდა უცხოური დაფინანსებით და პრაქტიკულად ეს რესურსი უკვე მაქსიმალურად გამოფინეს გარეთ. ამის იქით მათ დიდი რესურსი რეალურად აღარ აქვთ, შესაბამისად, […]

NCDC – LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს – დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ პლატფორმით არასოდეს უსარგებლია – როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა, უცნობია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ მათი სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ის ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს. მათივე განცხადებით, NCDC-ის აღნიშნული პლატფორმით არასოდეს უსარგებლია და უცნობია, ვინ გახსნა გვერდი. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა […]

სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. “გაფლანგვის ბრალდებაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება უსამართლო არ იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა რომ ადგილი ჰქონდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის არარსებობის გამო, – ამის […]

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა დავით კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა დავით კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა დავით კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია – „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების“ სასწავლო კურსის ფარგლებში, „ჯინო პარკის“ აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯამბურიამ საჯარო ლექცია ჩაატარა სახელწოდებით – „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ჯინო ჰოლდინგის“ და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ადამიანური […]

პრემიერი – ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ ისეთი საშუალებების ტარება, რომელიც იძლევა სახის დამალვის შესაძლებლობას – ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე

ჩვენ ვიფიქრებთ ყველა მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილებაზე, პირველ რიგში თუ ვინმეს უნდა უჩანდეს სახე, ესენი არიან მოძალადე „ნაცები“, რომლებიც მიდიან მიტინგებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში აკრძალულია მომიტინგეების მიერ შესაბამისი საშუალებების ტარება, რომელიც სახის დამალვის შესაძლებლობას იძლევა. „ფაშისტურმა სიებმა დაადასტურა, რომ შეიძლება, არც ყოფილიყო […]

ანრი ოხანაშვილი სპეცრაზმელების სიის გამოქვეყნებაზე – რადიკალიზაციას აგრძელებენ გმირი მებრძოლების წინააღმდეგ – ეს დაუშვებელი და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია – სამართლებრივი რეაგირება გვექნება

ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, ამ რადიკალური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ არ გვიკვირს, როგორ შეიძლება ჩვენ ეს გაგვიკვირდეს, იმ გმირი ბიჭებისა და თანამშრომლების სახელებისა და გვარების გასაჯაროება, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ, სპეცრაზმელების სახელებისა და გვარების გასაჯაროებას, რომლებიც აქციის მონაწილეთა დარბევასა და […]

ნანა მალაშხია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნანა მალაშხია თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ნანა მალაშხიას 17 ნოემბერს, თსუ-თან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ. როგორც მალაშხიამ სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, მიუხედავად სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებისა, ის არცერთი ნაბიჯით უკან დახევას არ აპირებს. “მართალი გითხრათ, აზრი იმისა, რომ მოსამართლე იმყოფებოდა დარბაზში არ გამჩენია […]

“სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!” – პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა სამსახური დატოვა

საქართველოს პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ალექსანდრე ძაძამიამ, აპარატის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიმართა. ალექსანდრე ძაძამია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტია, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შესაბამის ბრძანებას LinkedIn-ზე თავად აქვეყნებს. “საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!” – წერს ალექსანდრე ძაძამია. ალექსანდრე ძაძამია საქართველოს პარლამენტის IT დეპარტამენტში 2013 წლიდან მუშაობდა.