ადვოკატი – ნიკა გვარამია კარგად არის, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია – რა ბრალდებით დააკავეს, არ ვიცით – არ გამოვრიცხავთ, გამოძიება სისხლის სამართლის საქმით წავიდეს

ნიკა გვარამია კარგად არის, გუშინ მისი დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, დაკავების პროცესი კი ყველამ პირდაპირ ეთერებში ვნახეთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის იზოლატორში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაცია ნიკა გვარამიას არ ჩაჰბარებია თუ რომელი მუხლით არის ის დაკავებული. „სამწუხაროდ, […]

მაკა ბოჭორიშვილი – ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოჰყვა

დღეს ის პრინციპები, რომლებზეც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაფუძნებული, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩემი ქვეყანა გახდა საერთაშორისო ნორმების დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, რასაც შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. ბოჭორიშვილის […]

ომბუდსმენი – გუშინ, მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ – მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით

გუშინ მეტროს ამოსასვლელებში, აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტი ვიხილეთ – მოვუწოდებ შსს-ს, საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესით – ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეშე, არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა, სხვადასხვა სკოლაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, […]

გურამ მაჭარაშვილი – ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს

ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს – ისინი თავისი ჯანმრთელობის და ოჯახის ბულინგის ფასად, საქართველოს სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავენ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კარგია, რომ საზოგადოება ამ პოლიციელებს გაიცნობს. „ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს. კარგია, რომ საზოგადოება იმ […]

ნათია მეზვრიშვილი – როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ

როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ,-ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში უნდა გაგრძელდეს. „პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ „ოცნებამ“ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, […]

“საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!” – ალექსანდრე ძაძამიამ პარლამენტის აპარატი დატოვა

პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ძაძამია თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის LinkedIn-ზე წერს და აქვეყნებს სამსახურიდან წასვლის შესახებ ბრძანებას, წარწერით: “საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!”.

ბელარუსში 19 წლის მოზარდს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფოს ღალატის მუხლით

ბელარუსის მოგილევის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის დანიილ გერასიმს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 24 ათასი ბელარუსული რუბლის (დაახლოებით 740 დოლარი) ჯარიმა მიუსაჯა. როგორც უფლებადამცველი ცენტრი “ვიასნა” წერს, იგი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატის მუხლით. გერასიმი ასევე დამნაშავედ ცნეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო […]

NCDC ამბობს, რომ მათ არ გაუვრცელებიათ განცხადება LinkedIn-ზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ფეისბუკის საშუალებით ეხმაურება 5 დეკემბერს სოციალურ ქსელ LinkedIn-ში NCDC-ის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ უწყება „სავსეა კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით“. NCDC ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის NCDC-ს ოფიციალური განცხადება: „საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა […]

რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაფლანგვის საქმეზე დავით კეზერაშვილის გამამართლებელი განაჩენის გაუქმების თაობაზე უსამართლო არ ყოფილა, თუმცა მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი. ადამიანის უფლებათა დიდმა პალატამ საქმეზე კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ერთხმად დაადგინა: · კეზერაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი პუნქტი უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის […]

ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა – იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ალეკო ელისაშვილის დაკავებისას პოლიციელებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. ის ნაცემია. იოსელიანი ამბობს, რომ ამის შესახებ უკვე შეატყობინა საგამოძიებო სამსახურს. “ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთების და ნაკაწრების სახით. იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმის შესახებ. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე […]