მთავრობა პარტნიორებისგან არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას ელოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ევროპელ პარტნიორებს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად არ უცნიათ. მთავრობის მეთაურმა მათთან კომუნიკაციის დასაწყებად ეს წინაპირობა დაასახელა. დღეს, 5 დეკემბერს, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. სწორედ ამიტომ რადიო თავისუფლებამ პრემიერ-მინისტრს ბრიფინგზე ჰკითხა, მთავრობის დამტკიცების შემდეგ თუ შედგა რომელიმე ევროპელ პარტნიორთან წერილობითი, სატელეფონო ან […]

კერხერის ახალი პრემიუმ ხაზი და ცვლილებები საოჯახო ტექნიკაში

22 ნოემბერს გერმანულმა ბრენდმა კერხერმა ოფიციალურად წარადგინა სრულიად ახალი მიმართულება, რომლის საბოლოო მიზანიც საყოფაცხოვრებო აპარატების პრემიუმ ხაზის შექმნაა. ახალი პროდუქცია გამოირჩევა ბრენდის დამფუძნებლის, ალფრედ კერხერის ხელმოწერით, რაც იმის გარანტია, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის, სანდო და განსაკუთრებულია. პრემიუმ ხაზის შექმნა კიდევ ერთი დასტურია, რომ ბრენდი დაფუძნებულია ინოვაციებსა და მაღალი კლასის ტექნოლოგიებზე, რაც მომხმარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში კომფორტსა […]

ქეთევან თურაზაშვილი – გუშინ მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ

გუშინ საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ ნახა წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ მიერ, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის საფუძველზე, – ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი, თანაგუნდელის ალეკო ელისაშვილის დაკავებას. მისი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების დაკავების პარალელურად, ძალადობრივად დაკავებული, ნაცემი და დასახიჩრებული ახალგაზრდების ფაქტების გამოსაძიებლად გამოძიება არაფერს აკეთებს. „არც ერთი საქმე გამოძიებული არაა, […]

სუპერლიგის ოქტომბრის MVP თსუ-ს ფორვარდი ალექსანდრე ფევაძე გახდა

ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ფევაძე დასახელდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიდერს MVP-ის ტიტული სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა – გიორგი ჯაფარიძემ გადასცა. ეს გახლავთ თვის MVP-ის ტიტულის პირველი გამოვლენა. მისი გათამაშება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ყოველ ტურში სიმბოლური ხუთეულის (და შესაბამისად ტურის MVP-ის) გამოვლენა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონიდან თითოეული ტურის შემდეგ ნაჩვენები სტატისტიკის […]

“სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს” – რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რი, რომელიც სპეცრაზმთან ერთას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვი­ლი – მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­აა. პეტრემ ამასთან დაკავშირებით ambebi.ge-სთან კომენტარიც გააკეთა. “წლე­ბის წინ, მა­რი­ა­მის მი­მართ იყო გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ლინ­გი იმის გამო, რომ მდი­ნა­რე­ში ტუ­ნი­კით ჩა­ვი­და. მა­შინ ფო­ტო­ე­ბი ჩემს სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ვა­თავ­სე, რომ ბევ­რი მო­წო­ნე­ბა ჰქო­ნო­და. მისი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო და […]

ომბუდსმენი: საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე, რაც იოსელიანის თქმით, მედიით გავრცელებულ კადრებშიც ცხადად ჩანს. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა. ომბუდსმენის ცნობით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეებიდან 260 მოინახულეს. მისივე თქმით, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს. “მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე […]

“სამში გრძელი ამოიღეს… ვიღაცეებს ჰგონიათ ლონდონში რაღამც ვარ აქედან მანდ ვერ ვიმუშავებ”- თეა თუთბერიძე

მეგობრებო, ამ უბედურებმა დღეს რაც დაატრიალეს ხომ დაინახეთ… სად რა ჩადეს ეგ არ ვიცი მაგრამ ამოღებით სამში გრძელი ამოიღეს. ყველას ვინც შემეხმიანეთ ჩემი დადებული იმ პოსტის შემდეგ და გადარიცხეთ ფული, მადლობა კიდევ ერთხელ, ჩვენ ამ ფულს ხაჭაპურებში არ ვხარჯავთ და ეს ახალგაზრდები არავისთვის ჩვენი ქვეყნის დათმობას არ აპირებენ, რამდენს დაიჭერთ?! წადით თქვე ჩლუნგებო, შევარდნაძეს კი […]

LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი განცხადება არაა, ვითხოვეთ ანგარიშის წაშლა – NCDC

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის NCDC-ს ოფიციალური განცხადება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით – LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება – სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას. ამასთან, […]

“ბანკებისთვის გაფიცვის მოწოდება ყოველგვარ ზღვარს სცილდება!”- სურგულაძე ქადაგიძეს პასუხობს

გამოუსწორებელი და დამღუპველი შედეგების მქონე, ასე აფასებს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მოწოდებას საბანკო სექტორის გაფიცვის შესახებ, ფინანსისტი ლევან სურგულაძე და წერს: “მეგობრებო, ყველაფერი გამიგია და წარმომედგინა, მაგრამ კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის(!) მიერ გაფიცვის მოწოდება – ყოველგვარ ზღვარს სცილდება! არ შემეძლო არ მეპასუხა, რამე თუ საზოგადოებისთვის, ყველაფრის მიუხედავად, ასეთ ქმედებას, […]

გურამ მაჭარაშვილი – ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს

ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს – ისინი თავისი ჯანმრთელობის და ოჯახის ბულინგის ფასად, საქართველოს სუვერენიტეტს და მშვიდობას იცავენ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, კარგია, რომ საზოგადოება ამ პოლიციელებს გაიცნობს. „ყველა პოლიციელი, რომლის სახელი და გვარი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, შექებას იმსახურებს. კარგია, რომ საზოგადოება იმ […]