მამუკა მდინარაძე – კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე? კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის? მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს?

კიდევ ვერ ხვდებით რაშია საქმე? კიდევ გგონიათ, რომ მაგალითად, გახარია „ნაცი“ არ არის? მაგალითად, ამ ხალხს ევროპა აინტერესებს? – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მხარდამჭერებს. მისი განცხადებით, ოპოზიცია უვიზო რეჟიმის შეჩერებას და სანქციებს მოითხოვს, რაშიც მათი რეალური მიზანი კარგად ჩანს. „ქართული საზოგადოება გახლიჩეს, დაყვეს, სიძულვილი ქცევის წესად, ფაშიზმი პრინციპებად გაიხადეს. მათ მხარეს […]

მამუკა მდინარაძე – ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, აედევნონ პოლიციელებს – 1000-დან 999 ზედმიწევნით კეთილსინდისიერად რომ იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? სულ გაგიჟდნენ? – ბულინგის არავის ეშინია!

ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს – 1000-დან 999 ზედმიწევნით კეთილსინდისიერად რომ იქცევა, რას აქვეყნებ? ვის უქვეყნებ? რა პირად მონაცემებს… სულ გაგიჟდნენ? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბულინგის არავის ეშინია. „ეს არის აგონიის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აედევნონ პოლიციელებს, აედევნონ ადამიანებს, […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8274 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9767 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9894 ლარს შეადგენდა. […]

დიმიტრი ჩიქოვანი – ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ – ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების მდივნის დიმიტრი ჩიქოვანის განმარტებით, მის საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ. როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს, „ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ”. „ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ ჩხრეკაზე შევიდნენ. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ქვეყანაში […]

კეზერაშვილი: სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება

ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა. კეზერაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქართული სასამართლოს განაჩენი ობიექტური სამართლებრივი საფუძვლებით მოტივირებული არ არის და არალეგიტიმურ ინტერესებს შეიცავს. “დღეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს […]

სასამართლოს სხდომაზე სისხლიანი შარვლით მიყვანილი კაცი 2200 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა სამართალდამრღვევად ცნო და 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა აქციაზე დაკავებულ გიორგი ხაჭაპურიძეს. სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. გიორგი ხაჭაპურიძე სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, 4 დეკემბერს, ღამის 2-ის ნახევარზე დააკავეს. ამბობს, რომ დაკავებისას და გზაში იზოლატორამდე, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებისას კი შეასხეს წიწაკის სპრეი. […]

კახა კალაძე – არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა – ეს იყო აუცილებელი ღონისძიება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად

არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის დამდგარიყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება სახელმწიფოს ვალდებულებაა. „სახელმწიფოს ამოცანა დღეს საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა, არეულობის აღკვეთაა. არავის უხარია […]

მამუკა მდინარაძე – აშშ-ის საელჩო ყოველ დღე საშაირო „ქარდებს” დებს – ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ – „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? – მიზანია, ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო “ქარდებს” დებს. ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ – „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? – მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი „წარმოუდგენელი მარაზმია“, რომლის რიგებშია […]

ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს

ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს, – ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „საქართველოში დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომ, ნიდერლანდები ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები შეაჩეროს. კარგია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ინდივიდუალური შესვლის აკრძალვები უკვე შემოიღეს“, – წერს ნიდერლანდების საგარეო […]

რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის თეატრთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. როგორც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თეატრის დარბაზში უნდა ესაუბრათ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, მაგრამ „რობერტ სტურუამ არ ისურვა“. „ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას “რობოკოპები” იცავენ”, – აღნიშნა მწერალმა ლაშა ბუღაძემ და აღნიშნა, რომ გზის გადაკეტვა სიმბოლური აქტი იყო. მსახიობებმა, […]