პრეზიდენტი – ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს. „ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ძალადობა […]
აქტივისტი სანდრო ქინქლაძე დააკავეს, ინფორმაციას მეგობარი ავრცელებს

18 წლის აქტივისთვის სანდრო ქინქლაძის, დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა მეგობარმა ნათია გაბრაბამ გაავრცელა და დაწერა რომ მას “5 ომონი დახვდა” , რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნათია გაბრავა ჰყვება, რომ სანდრო ქინქლაძე ვარკეთილში, მეგობრის სახლიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა დააკავა, მათ არ ეცვათ პოლიციელების ფორმა და ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სამართალდამცველი უწყების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. […]
ნაცემ ჟურნალისტებს ტვინის შერყევა აქვთ

“ტვ პირველის” ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, რომლებსაც 7 დეკემბერს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს, ტვინის შერყევა დაუდგინდათ. ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები. როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ: „ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. […]
“შსს, სამარცხვინოები ხართ და ამ ლაქას ვერ ჩამოირეცხავთ…” – ხვიჩა მამულაძე

საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ეს არის სიმშვიდე რაც დღეს ხდება საქართველოში? თქვენი მმართველობის პერიოდიში? ვსვამ კითხვას ჟურნალისტი ხვიჩა მამულაძე, ჟურნალისტი, რომელიც წინა წლებში დავშავდი საპროტესტო აქციებზე, ჟურნალისტი სადაც უკანონო მშენებლობის ამბავს პირდაპირ ეთერში ვაშუქებდი და ძალის გამოყენებით პირდაპირ ეთერში იძალადეს ჩემზე. სად არის მშვიდობა? დღეს ჩემს კოლეგებს […]
ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით – დავით ბეჟუაშვილი

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG), რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია, გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას. “ჩვენ ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით”, – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ: „ჯიაიჯი ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია. ერთად გავიარეთ ურთულესი წლები. ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს […]
“25000$ – ვინც თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის”– ვატო წერეთელი

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი: 25000 $ ვინც მაკა ჩიხლაძეზე და შეწირულზე, თავდამსხმელებზე ინფორმაციას მომაწვდის მიწიდან ამოგთხრით და გიპოვნით
„ტიტუშკები ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ ჩემს მეგობრებს, მერე წაართვეს ტელეფონები და გაიტაცეს… მაკა მიყავთ კლინიკაში…“

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში ორი ჟურნალისტი ქალის ცემის ფაქტს ასაჯაროებს: „ტიტუშკები ბესიკის ქუჩაზე თავს დაესხნენ ჩემს მეგობრებს ეკა ჯანაშია და მაკა ჯანაშია სცემეს, მერე წაართვეს ტელეფონები და გაიტაცეს. მაკა მიყავთ კლინიკაში, არაა გამორიცხული ჰქონდეს ტვინის შერყევა. ასე დათარეშობენ სოლოლაკში დიქტატორ ბიძინეს და მისი გომელაურის სადასჯელო რაზმები, ყაჩაღები მარადიორები. ეს ბანდა თუ ქვეყანას არ მოვაშორეთ, […]
ექიმის თქმით, TV პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდა

ექიმის თქმით, TV პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს მსუბუქი ტვინის შერყევა დაუდგინდათ. როგორც ექიმმა აღნიშნა, აქციიდან მათ კლინიკაში სულ 10 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც კვლევები ჩაუტარდათ. “მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი თავის ტვინის შერყევა აქვთ.ვნახოთ, დანარჩენი კვლევები. მოგახსენებთ მოგვიანებით”- თქვა ექიმმა. ტვ პირველის გადამღებ […]
“მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხალხო, ქუჩაში ხოცავენ პირდაპირ ხალხს” – ელიტა ანდღულაძე

მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხალხო, ქუჩაში ხოცავენ პირდაპირ მოურიდებლად ხალხს. არავის ერიდებიან. ქალი, ბავშვი, მოხუცი, არავის ინდობენ. ჯერ ცემენ სასიკვდილოდ მერე აპატიმრებენ. ჟუნალისტებს სასკვდილოდ უსწორდებიან, ვინ ხართ, ხალხო, საიდან მოხვედით.
როგორცვე გაიგო ჟურნალისტი ვარ, თვალში ჩამარტყა, მეორემ წიხლები მირტყა – მაკა ჯანაშია

მიდიოდნენ ამ ქუჩაზე, გვერდზე ქუჩაზე, გავყევით ამ გადაღებით, შემოტრიალდნენ უკან იმიტომ, რომ ოპერატორიც მოგვყვებოდა უკან, გამოეკიდნენ ცალკე ოპერატორს, მაკა ჩიხლაძეს მიკროფონს ართმევდნენ, მერე მეც მეცა და ტელეფონი წამართვა. მე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ, დამიბრუნე ტელეფონი-მეთქი და როგორცვე გაიგო, რომ ჟურნალისტი ვარ, ეგრევე მუშტი აიღო და თვალში ჩამარტყა, მეორე მეცა მერე და იმან წიხლები მირტყა, საერთოდ, ჟურნალისტი […]