Associated Press: ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა

ჯო ბაიდენმა ერაყში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა.
„პრეზიდენტისთვის ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. თუ ეს თავდასხმები გაგრძელდება, შესაბამის დროს მის მიერ არჩეული ფორმით იმოქმედებს“, – აღნიშნა უოტსონმა.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის მრჩეველ ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანთან და აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან კონსულტაციების შემდეგ საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა.
„ეს შეტევა იმ ელემენტებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს მიზნად, რომლებიც ერაყსა და სირიაში კოალიციის ძალებზე თავდასხმებზე არიან პასუხისმგებელი. ჩვენ ჩვენს ძალებს ყოველთვის დავიცავთ“, – განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა მაიკლ ერიკ კურილამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის