სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავასა და 40-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.
საპროტესტო აქციებზე რობერტ ფიცოს მისამართით შეძახილები, „სირცხვილია“ და „მოღალატე“, ისმოდა.
ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფიცოს გადადგომის მოთხოვნით არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
