Arttime-ის, Chronograph-ის, Time-ის და GMT-ის ჯამური შემოსავლები ₾51 მლნ-მდე გაიზარდა

საქართველოში მაჯის საათებითა და აქსესუარებით მოვაჭრე უმსხვილეს კომპანიებს 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული აქვთ, რომლის მიხედვითაც, ბაზრის ოთხი მსხვილი მოთამაშის – “ართთაიმის”, “ქრონოგრაფის”, “თაიმისა” და GMT-ის შემოსავლები ჯამურად 51 მილიონ ლარს აღწევდა, რაც წლიურად 1.5 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
საქართველოში მოქმედი კომპანიებიდან არცერთი არ არის Rolex-ის, Patek Philippe-ის, Audemars Piguet-ს ოფიციალური დილერი, თუმცა ქვეყანაში შესაძლებელია IWC-ის, Omega-ს, Breguet-სა და სხვა მაღალი საფასო კატეგორიის საათების მწარმოებელი ბრენდების შეძენა, ასევე შესაძლებელია საშუალო საფასო სეგმენტის ისეთი მწარმოებლების შეძენა, როგორიცაა TAG Heuer-ი, Longines-ი, Tissot. ასევე ფართო ბაზრისთვის განკუთვნილი Casio-ს, Seiko-სა და Swatch-ის ბრენდების საათების შეძენა.
ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, კომპანიების შემოსავლები 2023 წელს ასე ნაწილდება:
· თაიმი – 19,845,401 ლარი;
· ქრონოგრაფი – 15,161,137 ლარი;
· ართთაიმი – 13,150,167 ლარი;
· ჯიემთი – 2,887,980 ლარი.
რაც შეეხება კომპანიების მოგების მაჩვენებლებს, ის 6.2 მილიონ ლარს შეადგენდა, მათ შორის ყველაზე მაღალი 2.8 მილიონი ლარის მოგება “ქრონოგრაფს” ჰქონდა.
რაც შეეხება საათების იმპორტს, 2023 წელს საქართველომ სულ 6.9 მილიონი დოლარის, ანუ 19 მილიონი ლარის ღირებულების საათები შეიძინა.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…