Artemis II-ის ეკიპაჟი გაეშვა – NASA-მ მთვარის გარშემო ისტორიულ მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა

NASA-ს Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარისკენ გაეშვა. NASA-მ მთვარის გარშემო ისტორიულ მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა.

Artemis II-ის 322 ფუტის (98 მეტრის) სიმაღლის Space Launch System-ის რაკეტა, რომელსაც Orion-ის ეკიპაჟის კაფსულა აქვს დამაგრებული, ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.

მისია იქნება პირველი ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც ასტრონავტები კვლავ მიუახლოვდებიან მთვარეს.

აღინიშნება, რომ შესაძლოა, მისიამ გადააჭარბოს „აპოლოს“ პროგრამის მიერ დამყარებულ მანძილის რეკორდსაც და ადამიანები დედამიწიდან ყველაზე შორს მიიყვანოს – მანძილზე, სადაც ადამიანი ჯერ არასდროს ყოფილა.

Artemis II-ის ეკიპაჟი მომდევნო დააზლოებით, 23 საათის განმავლობაში დედამიწის ორბიტაზე ყოფნისას Orion-ის ყველა სისტემას შეამოწმებს. ეკიპაჟის წევრები ასევე გადაანაწილებენ კაფსულის შიდა ნაწილებს, რათა მომდევნო 10 დღის განმავლობაში მეტი სივრცე ჰქონდეთ საცხოვრებლად და სამუშაოდ.

ეკიპაჟმა მისიისთვის მომზადებაში ორ წელზე მეტი გაატარა. ასტრონავტების სრული შემადგენლობა NASA-მ 2024 წელს დაასახელა.

ეკიპაჟი ოთხი ასტრონავტისგან შედგება -NASA-ს წარმომადგენლები: რეიდ უაისმანი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი, ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჯერემი ჰანსენი.

50 წლის რეიდ უაისმანმა, 2014 წლის მისიის დროს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ჯამში 165 დღე გაატარა.

49 წლის ვიქტორ გლოვერმა 2020 წლიდან 168 დღე გაატარა კოსმოსში, როგორც NASA-ს Crew-1 მისიის პილოტმა – ეს იყო პირველი ოპერაციული მისია საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე, რომელიც SpaceX-ის Crew Dragon კაფსულით განხორციელდა. NASA-ში გაწევრიანებამდე, -ის საზღვაო ძალებში მსახურობისას, მან 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი მართა, მათ შორის საბრძოლო და საცდელი მისიებით.

47 წლის კრისტინა კოხმა, 2019 წელს დაამყარა რეკორდი, როგორც ქალმა, რომელმაც ყველაზე ხანგრძლივად უწყვეტად იმოგზაურა კოსმოსში. მან საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე 328 დღე გაატარა. ელექტროინჟინერისა და ფიზიკოსის კვალიფიკაციით, ის მანამდე NASA-ში ინჟინრად მუშაობდა.

50 წლის ჯერემი ჰანსენი 2009 წელს შეარჩიეს ასტრონავტად. ის საბრძოლო პილოტია და მისთვის პირველი კოსმოსური მისიაა. მისი მონაწილეობა მისიაში -სა და კანადას შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას ასახავს კოსმოსურ ფრენებში.

NASA-ს პროგრამა, Artemis -ის მიზანია, ადამიანის დაბრუნება მთვარეზე 1972 წლის შემდეგ. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს არა მხოლოდ ასტრონავტების მოკლევადიან ვიზიტებს, არამედ მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პლანეტის რესურსების გამოყენებას.

Artemis-ის ფარგლებში დაგეგმილია გამოცდილების დაგროვება მომავალში ადამიანის მარსზე გაგზავნისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ