ARD: რუსეთს ოკუპირებული მარიუპოლის „აღდგენაში“ გერმანული კომპანიები ეხმარებიან

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის რეკონსტრუქციაში გერმანული კომპანიების მონაწილეობის ფაქტები აღმოაჩინეს.
აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე მარიუპოლი 2022 წლის მაისიდან ს მიერაა ოკუპირებული. პრაქტიკულად სრულად განადგურებული ქალაქის აღდგენას რუსეთის პროპაგანდისტულ კამპანიაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს.
გერმანიის საზოგადოებრივი ტელეარხის, ARD-ს პროგრამა Monitor-ის გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, მარიუპოლში არაერთ მშენებლობაზე იყენებენ გერმანული კომპანია Knauf-ის მიერ წარმოებულ ცემენტს. ამ კომპანიას რუსეთში 4000 თანამშრომელი ჰყავს და რუსულ ბაზარზე მრავალმილიარდიანი ბრუნვა აქვს.
ჟურნალისტებს Knauf-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს, ევროკავშირის ყველა სანქციას იცავენ, რუსეთში წარმოებული პროდუქცია კი განკუთვნილია მხოლოდ რუსული ბაზრისთვის. გამომძიებელი ჟურნალისტების კონკრეტულ შეკითხვებს კომპანიამ არ უპასუხა.
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ როდერიხ კიზევეტერმა მარიუპოლში მიმდინარე მშენებლობებში გერმანული კომპანიის მონაწილეობა დაგმო და განაცხადა, რომ Knauf-ი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ხელისუფლებას აბეტონებს.
ARD-ს ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ კომპანია Knauf-ის ერთ-ერთი მფლობელი, ნიკოლაუს კნაუფი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთში საპატიო კონსული იყო. კონსულობაზე უარი არ უთქვამს რუსეთის მიერ ს ანექსიის შემდეგაც და აკრიტიკებდა რუსეთისთვის ყირიმის გამო დაწესებულ სანქციებს.
საჯარო წყაროებით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალების კვლევისას ARD-ს ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მარიუპოლში იყენებენ კიდევ ერთი გერმანული კომპანიის, WKB Systems-ის ბეტონის ბლოკებს. ამ კომპანიის ძირითადი აქციონერია რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუდარინი, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არ არის. WKB Systems-მა გამომძიებელ ჟურნალისტებს კომენტარზე უარი უთხრა.
რუსეთმა მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარა ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, 2022 წლის 20 მაისს. უკრაინის კანონმდებლობით, მარიუპოლი დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა. ომის დაწყებამდე ქალაქში 425 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, საომარი მოქმედებებისას მარიუპოლში დაიღუპა სავარაუდოდ, 25 ათასი ადამიანი. გაეროს მონაცემებით, დევნილად იქცა დაახლოებით 350 ათასი. გაეროს ცნობითვე, მარიუპოლში დანგრეული, ან დაზიანებულია მრავალბინიანი სახლების 90% და კერძო სახლების 60%.