Apple, Amazon, Meta – კიდევ სად არის ინვესტირებული საქართველოს მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.0 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.44 მილიარდ ლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 15.3% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.3% და 12.8% იყო.

აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 50.8%, დაბალანსებულში 29.9%, ხოლო კონსერვატიულში 16.2% იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა