Apple-მა „როსკომნადზორის“ მითითებით გააუქმა ნავალნის საარჩევნო აპლიკაცია

კომპანია Apple-მა ს მედიის სამეთვალყურეო უწყების, “როსკომნადზორის“ მითითების შემდეგ მოხსნა აპლიკაცია „ფოტონ-2024“, რომელიც შექმნა გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ს გუნდმა, რათა დახმარებოდა მომხმარებლებს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ვლადიმირ პუტინის გარდა, სხვა კანდიდატებისთვის მიეცათ ხმა.
ამის შესახებ ნავალნის მოკავშირემ, ივან ჟდანოვმა განაცხადა X-ის საშუალებით (ყოფილიTwitter-ი). აპლიკაციის „მოხსნით Apple-მა აჩვენა, რომ მზად არის ჩაახშოს სხვაგვარად მოაზროვნეობა, და გაყიდა ისინი, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის“, – ნათქვამია ჟდანოვის განცხადებაში.
ნავალნი საპატიმროში გარდაიცვალა წელს, თებერვალში. საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა იოლი გამარჯვება მოიპოვა. Apple-ს არ გაუკეთებია კომენტარი თავის საინტერნეტო მაღაზიაში აპლიკაციის სტატუსზე.

ასევე დაგაინტერესებთ