AP-NORC-ის გამოკითხვით, ამერიკელების ნახევარი ფიქრობს, რომ აშშ უკრაინას ზედმეტად ბევრს ახარჯავს

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების სახით უკრაინისთვის დამატებით მილიარდობით დოლარის გამოყოფის საკითხზე კონგრესში მსჯელობის ფონზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ქვეყანა ზედმეტად ბევრ ფულს ახარჯავს ს.
გამოკითხვა ჩაატარა Associated Press-NORC-მა – საზოგადოებრივი ურთიერთობის შემსწავლელმა ცენტრმა. ეს განწყობილება, რომელსაც ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები განსაზღვრავენ, ახსნის კონსერვატორ კანონმდებლებს შორის წინააღმდეგობის გაზრდას, რომლებიც უარყოფენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობას, მიაღწიოს უკრაინისთვის ახალი სახსრების გამოყოფას და თვლიან, რომ ეს ფული საშინაო პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს.
რუსეთის წინააღმდეგ ომის პერიოდში აშშ უკრაინის მთავარი დამხმარე ძალაა. ამ მხრივ მას გერმანია მოსდევს. დახმარების სახით უკრაინას მიეწოდება დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა და ასევე გამოეყოფა ფულადი სახსრები.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო