Anonymous-ი სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბურ კიბერშეტევას აანონსებს

თბილისში ე.წ. „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმას, X-ის საშუალებით, მსოფლიოს უმსხვილესი ჰაკერთა დაჯგუფება Anonymous-ი ეხმიანება და სამთავრობო ვებგვერდებზე მასშტაბურ კიბერშეტევას აანონსებს.
„თითოეულ პრორუსულ ინიციატივას, რომელიც ხელს უშლის დემოკრატიას, ძალადობს, მიზანში იღებს და თავს ესხმის მთავრობის კრიტიკოსებს, აუცილებლად მოჰყვება შედეგი.
თბილისში პუტინის მარიონეტებმა სიტუაციის გამწვავება პუტინისტური ქცევით გადაწყვიტეს: ისინი ფიზიკურად უსწორდებიან მედიასაშუალებათა წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას და მომიტინგეებს, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.
მომდევნო რამდენიმე საათში, ანონიმუსი საერთო, მასშტაბურ კიბერშეტევას იწყებს სამთავრობო ვებგვერდებზე,“ – წერს Anonymous-ი.