Anonymous ამბობს, რომ ოცნებისა და POSTV-ის ვებგვერდები გათიშეს

Anonymous ამბობს, რომ ქართული ოცნებისა და სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ვებგვერდები გათიშეს.
“საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც აკონტროლებს : მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და გააგრძელეთ მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და ზიანის მიყენება. საკუთარი მოქალაქეების მიმართ თქვენი არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ყველა ვებგვერდ რესურსის დაზიანებასა და გათიშვას. ეს არ არ არის მუქარა, ეს არის დაპირება. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს.
არ დაგავიწყდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”, – ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება