American Thinker-ი: უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო

American Thinker-ი: უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო
უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო,- წერს ამერიკული კონსერვატიული გამოცემა American Thinker-ი.
გამოცემის თქმით, სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა.
„მეორე კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას ავალდებულებს, ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციები გაამჟღავნონ. საქართველოში დაახლოებით 26 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა – 143 მოქალაქეზე ერთი ორგანიზაცია, რაც გლობალურად უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციების 90% უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული, მხოლოდ 26%-მა გახადა თავისი ფინანსები გამჭვირვალე. თანხების უმეტესი ნაწილი მოდიოდა USAID-დან , „ევროპის დემოკრატიის ფონდიდან“ და სხვა დასავლური წყაროებიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ კულტურულ ომში ქვეყანაში, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ საზოგადოებად ითვლება. უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო. სწორედ ამიტომ, 2008 წლიდან საზოგადოებრივი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ 17%-დან 32%-მდე გაიზარდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს