Amazon-ი Hyundai-ის ავტომობილებს ონლაინ გაყიდის

2024 წლიდან Amazon-ი -ში Hyundai-ის ავტომობილების ონლაინ გაყიდვას დაიწყებს.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელს Amazon.com-ზე ავტომობილის შერჩევა, სპეციფიკაციების შეცვლა და ყიდვა შეეძლება. მიწოდების დაგეგმვა კი Hyundai-ის ადგილობრივი დილერის დახმარებით მოხდება.
აღსანიშნავია, რომ Hyundai-მ საკუთარი ციფრული შოურუმის გასაფართოებლად Amazon-თან შეთანხმებას ორი წლის წინ მიაღწია. აღნიშნული სიახლე კი სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია.
ინფორმაციისთვის: პირველად ციფრული შოურუმი Hyundai-მ Amazon-ზე 2018 წელს განათავსა.