Alibaba და BMW ერთობლივად განავითარებენ AI–ს მანქანებისთვის ჩინეთში

ჩინური ინტერნეტგიგანტი Alibaba და გერმანული ავტომწარმოებელი Bayerische Motoren Werke AG (BMW) ერთობლივად განავითარებენ ხელოვნურ ინტელექტს მანქანებისთვის ჩინეთში, ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
BMW ჩინეთის ბაზარზე ადაპტირებულ ახალ მოდელებში დანერგავს კომპანია Banma-ს შემუშავებულ AI-ის, რომლის ინვესტორია Alibaba. Banma-მ ეს ტექნოლოგიები ჩინური ინტერნეტგიგანტის განყოფილებასთან Qwen-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. Qwen მოდელი უკვე გამოიყენება ჩინური Xpeng-ის, Zeekr-ისა და Leapmotor-ის მანქანებში.
Alibaba ასევე დაეხმარება BMW-ს შექმნას ახალი “ჭკვიანი” პერსონალური ასისტენტი ხმის ამოცნობისა და მოგზაურობის დაგეგმვის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით.
ვრცლად interfax–ზე