ALDE რეზოლუციით, ქართული ოცნების ხელისუფლების დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის (ALDE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ვილნიუსში ALDE-ს საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ.
ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, დაასანქციროს და მისი ოჯახი. ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ითხოვს სავიზო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და მოძალადე სამართალდამცველთა მიმართაც. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ გირჩი-მეტი თავისუფლება ALDE-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა, დროა კი აფილირებული წევრი.
“ALDE-ს საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელიც, პრაქტიკულად, მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს გაწყვიტონ კომუნიკაცია ქართული ოცნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან. მოუწოდებს ასევე ევროპულ ინსტიტუტებს გადახედონ უვიზო მიმოსვლის საკითხს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. რეზოლუციის ინიციატორი ცხრა ქვეყნის ათი პარტიაა, რაც აჩვენებს ნათლად დამოკიდებულებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოსთან მიმართებაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.