Akon-მა სთორიში საქართველოს რუსეთად წარმოჩენისთვის საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

სენეგალური წარმოშობის ამერიკელი არნები შემსრულებელმა და ჰიპ ჰოპ არტისტმა Akon-მა ტვ პირველთან Instagram-ის სთორიში დადებულ ვიდეოზე ისაუბრა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში მოფრინავს, თუმცა, ვიდეოზე ჩანდა წარწერა ””.
მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ეს მისი გუნდის დაშვებული შეცდომა იყო და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
“რეალურად ეს შეცდომა იყო. მე მყავს დიდი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ამერიკაში აკეთებს და მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ ამაზე. ეს ჩვენი მხრიდან უნებლიე შეცდომა იყო, რის გამოც ბოდიშს ვიხდით. როგორც კი ეს აღმოვაჩინეთ, სთორი მაშინვე წავშალეთ”. – თქვა არტისტმა.
Akon-ის კონცერტი დღეს Tbilisi Arena-ზე 19 საათზე დაიწყება.