“ცნობილი თამადა, კოტე მჟავია, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება” – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Ajara Times ავრცელებს და წერს, რომ აჭარის კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ცნობილი ხვალ გახდება
ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი აქამდე ნუკრი ქანთარია იყო, რომლის გადადგომის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მსახიობების დასმა სამხატვრო ხელმძღვანელს ულტიმატუმი წაუყენა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ამავე თეატრის მსახიობის, ოთო ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ სამძიმარზე არც მისულა და არც სამძიმრის წერილი დაუწერია. ამის შემდეგ მსახიობებმა პროტესტი გამოთქვეს და თქვეს, ქანთარიას თეატრში მუშაობის მორალური უფლება აღარ ჰქონდა.




