ბელგიის უმსხვილესი ავიაკომპანია Brussels Airlines-ი 2024 წელს მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა, ხოლო ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს.
ამას მოწმობს AirHelp-ის უახლესი რეიტინგი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან 109 ავიაკომპანიის მომსახურება შეაფასა. რეიტინგი ეფუძნებოდა ამ ავიაკომპანიების დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ, კერძოდ, საჩივრებზე რეაგირების სიჩქარეზე, კომპენსაციის გადახდაზე და მგზავრების კმაყოფილებაზე.
შედარებისთვის, რეიტინგში ლიდერმა 10-დან 8,12 ქულა მიიღო, ბოლო ადგილზე გასულმა ავიაკომპანიამ კი 3,63 ქულა.
2024 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:
Brussels Airlines
Qatar Airways
United Airlines
American Airlines
Play
Austrian Airlines
LOT Polish Airlines
Air Arabia
Widerøe
Air Serbia
2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:
Tunisair
Buzz
Nouvelair
Bulgaria Air
El Al Israel Airlines
Pegasus Airlines
IndiGo
TAROM
Air Mauritius
SKY express.
avianews.ge