Airbnb-ზე ნახევარი საწოლი ქირავდება

ტორონტოელები Airbnb-ზე საწოლის მეორე ნახევარს აქირავებენ. როგორც არაერთი გამოცემა წერს, პანდემიის შემდეგ კანადაში უძრავი ქონებაზე მოთხოვნა განსაკუთრებულად გაიზარდა. ასევე მზარდია ტურისტების ნაკადიც, რაც ხშირად განსათავსებელი ადგილების დეფიციტს იწვევს. სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა ადგილობრივმა ინოვაციურობა გამოიჩინა და გადაწყვიტა, რომ საწოლის მეორე ნახევარი გაექირავებინა. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ იდეით არაერთი ტურისტი დაინტერესდა.
„ტორონტოს პოპულარობის ფონზე, უძრავი ქონების გასაყიდი და გასაქირავებელი ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მათაც კი, ვინც ქალაქს მცირე ხნით სტუმრობს, დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეღავათიან ფასში პოვნა ძალიან უჭირთ. ბინების ყოველთვიური გასაქირავებელი ფასი $850-$1000-დან იწყება. საწოლის მეორე ნახევრის ქირაობა კი დაინტერესებულ პირს თვეში $500-დან შეუძლია”, – ვკითხულობთ ერთ-ერთ განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, კანადას ყოველთვიურად 4.4 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ტორონტოს კი, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქს, თვეში მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს.
ბიჭი „გაღმა ნაპირიდან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ – თედო ბექაურის და ანა ბირთველიშვილის ემოციური ცეკვა, რომელიც „გაღმა ნაპირის“ მუსიკაზე შეასრულეს
VIDEO: „სადარბაზოებს ვალაგებდი, ბარმენად ვმუშაობდი, ქუჩაში ვმღეროდი“ –