Air Europa-ს რეისზე ძლიერი ტურბულენტობის გამო 30 ადამიანი დაშავდა

Air Europa-ს ბოინგ 787-9, რომელიც მადრიდიდან ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოსკენ მიფრინავდა, “ძლიერი ტურბულენტობის” გამო ბრაზილიაში ავარიულად დაეშვა. ამასთანავე, შემთხვევის შედეგად ბორტზე მყოფი 30 ადამიანი დაშავდა.
ავიახაზების მიერ X-ზე გავრცელებული განცხადებით, მათ ინციდენტის გამო რეისის შეცვლა მოუწიათ. კომპანიამ ასევე დაამატა, რომ დაშავებულ მგზავრებს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, ხოლო 10 მათგანი საავადმყოფოში. შემთხვევის დროს თვითმფრინავში 325 მგზავრი იმყოფებოდა.
მოგვიანებით მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც ინციდენტის შემდგომი წუთებია ასახული:
#INCIDENTE | Al menos 30 pasajeros resultaron heridos cuando el vuelo UX045 de Air Europa, un Boeing 787-9 que viajaba de Madrid a Montevideo, encontró severas turbulencias temprano esta mañana.
Tras el incidente, el vuelo fue desviado a Natal, Brasil, donde los heridos… pic.twitter.com/ksXFTxB49d— Aviación Guayaquil (@AviacionGYE) July 1, 2024