Air Astana საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის

16 მარტიდან Air Astana თბილისსა და ალმათას შორის კვირაში 4 სიხშირით ოპერირებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას განახორციელებს, ხოლო მაისიდან სიხშირეებს კვირაში 6 რეისამდე გაზრდის და არსებულ განრიგს ფრენები დაემატება ორშაბათობით და სამშაბათობით. ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში Air Astana ფრენები ალმათის და თბილისს განხორციელდება ყოველდღიურად.
ივნისიდან ასევე იგეგმება სეზონური ფრენების აღდგენა ასტანა-თბილისი-ასტანას და ალმათი--ალმათის საჰაერო მიმართულებებზე.
ასტანასა და თბილისს შორის ფრენები კვირაში სამჯერ შესრულდება, ხოლო ბათუმსა და ალმათის შორის კი კვირაში 5 სიხშირით.
ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus 320/321 თვითმფრინავით.
გარდა პირდაპირი რეისებისა Air Astana მგზავრებს ასევე სთავაზობს საკმაოდ კომფორტულ ტრანზიტულ რეისებსაც. საუბარია ალმათის გავლით ტაშკენტის, ბიშკეკის, დელის, პეკინის, დუშანბეს, ბანგკოკის, პუკეტის, მალდივებისა და სეულის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ