AI ჰაკათონი 20 000-ლარიანი საინვესტიციო ფონდით

ხელოვნური ინტელექტი და განათლება – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.
მარათონის საპრიზო ფონდი მუდმივრეჟიმში გაიზრდება და მის ფარგლებში არსებული პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, გამარჯვებული მონაწილეთათვის, ინვესტიციის სახით გაიცემა.
AI ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.
ჰაკათონის ფარგლებში, საპრიზო ფონდია 20 000 ლარი, რომელიც 3 გამარჯვებულზე გადანაწილდება.
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენს საბოლოო პროდუქტს და შეხვდება ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, დან და ევროპიდან. უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოიცავს სრულ მენტორშიფს.
ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ და იმუშავებენ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.
ჰაკათონი იმართება MIT – Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
ჰაკათონი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია -ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.
AI მარათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება.
(R)