„AI ევროპაში ელექტროენერგიის დეფიციტს გამოიწვევს“ – BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი

BlackRock-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლარი ფინკმა განაცხადა, რომ ევროპა უახლოეს მომავალში დიდი გამოწვევების წინაშე დადგება, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრებისთვის საჭიროა ელექტროენერგიის უზარმაზარი რაოდენობაა. Reuters-ს ცნობით, მან ამის შესახებ დღეს, 2024 წლის 17 მაისს რომში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, ფინკმა განმარტა, რომ AI მონაცემთა ცენტრები გადავა ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია უფრო იაფია. თუ ეს ასე არ მოხდა, იმ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია ძვირია, მთავრობებს შესაძლოა ფინანსური დახმარების გაწევა მოუწიოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების აშენება ტრილიონობით დოლარი დაჯდება და ამ ხარჯების შესახებ უკვე ესაუბრება რამდენიმე მთავრობას.

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა