ABC News-ს დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს

ABC News-ს დონალდ ტრამპისთვის 15 მილიონის გადახდა მოუწევს – მიზეზი ცილისწამების სარჩელის წაგებაა. შესაბამისი გადაწყვეტილება ფლორიდის სამხრეთ ოლქის სასამართლოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია საქველმოქმედო შენატანის სახით ფულს საპრეზიდენტო ფონდსა და მუზეუმს გადაურიცხავს, ასევე აანაზღაურებს ერთი მილიონი დოლარის ღირებულების იურიდიულ ხარჯებს.
ტრამპმა ტელეარხის წამყვანის, ჯორჯ სტეფანო პულოსის წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. წამყვანმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ტრამპი დამნაშავედ იყო ცნობილი მწერალ ელიზაბედ კეროლის გაუპატიურებაში. 2023 წლის მაისში მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპი მწერლის შევიწროებაში ცნო დამნაშავედ, თუმცა გაუპატიურება ვერ დაუმტკიცდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა