OpenAI-ის შემოსავლებმა $2-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა

Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექგიგანტის, Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი ხელოვნური ინტელექტის კომპანია OpenAI-ის შემოსავლებმა გასული წლის დეკემბერში $2 მილიარდს გადააჭარბა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის ს ფინანსებზე წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
OpenAI 2025 წლისთვის ზემოხსენებული შედეგის გაორმაგებას გეგმავს. ის საკუთარ მიზნებს იმ მზარდ ინტერესზე აფუძნებს, რომელიც კერძო კომპანიებისაგან მოდის. კომპანიებს OpenAI-ის ტექნოლოგიების გამოყენება და ადაპტირება საკუთარ სამუშაო გარემოში სულ უფრო აქტიურად სურთ.
OpenAI-ისა და Microsoft-ს FT-ის მიერ შემოსავლებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებით. ChatGPT-ის შემქმნელის შემოსავლებზე ინფორმაცია ცოტა ხნის წინ The Information-მაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ სტარტაპის წლიურმა შემოსავლებმა დეკემბრისთვის $1.6 მილიარდი შეადგინა.
Forbes.ge