ამერიკელი გენერალი ხსნის, მისი აზრით რატომ შეცვალეს ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ს შეცვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, მიიჩნევს გადამდგარი ამერიკელი გენერალი, ერაყში -ის ჯარების პირველი დივიზიის და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული არმიის ყოფილი მეთაური მარკ ჰერტლინგი.
თუმცა იგი ხაზს უსვამს, რომ ზალუჟნიმ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობებს, მაგრამ ორწლიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ „გამოიფიტა“.
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ჰერტლინგის მოსაზრების თარგმანს.
ბევრი ამერიკული მედიასაშუალება ხმამაღლა წერს – „ზელენსკიმ დაითხოვა ზალუჟნი“, „ზალუჟნი მოხსნეს“. მე ამას ასე არ ვუყურებ და ნება მიბოძეთ, [მოვლენების] კონტექსტი შემოგთავაზოთ.
გენერალი ზალუჟნი 51 წლისაა – ძალზედ ახალგაზრდა ნებისმიერი ქვეყნის ძალების მთავარსარდლობისთვის. ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერალთა უმრავლესობა 60 წელსაა გადაცილებული და ბევრად მეტი გამოცდილებაც აქვს.
22 თებერვლიდან იგი არის სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური ლიდერი 21-ე საუკუნის ყველაზე რთული ომის. სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ ლიდერობას ვგულისხმობ:
· იგი ხელმძღვანელობს 3000+ კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტს;
· იგი კოორდინაციას უწევს თითოეულ ბრძოლას და აქცევს მათ სამხედრო კამპანიის ოპერატიულ გეგმაში;
· „თამაშობს“ სტრატეგიულ არენაზე მისი ქვეყნის და 50 მხარდამჭერი სახელმწიფოს ლიდერებთან.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. მან ომი დაიწყო სრულად მოდერნიზებული ჯარის გარეშე, თავდაცვით, ხოლო მიღებული აღჭურვილობა ჯარში დანერგა. მის მხრებზე იყო ამ ახალი რაღაცების ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაც.
ასევე, მას უნდა მოენახა ახალი გზები ჯარისკაცების წვრთნისთვის, რიგითებიდან დაწყებული გენერლებით დამთავრებული, და მოემზადებინა ისინი თანამედროვე ბრძოლისთვის, ხოლო იმავე დროს ისიც განესაზღვრა, როგორ შეეძლო ეფექტიანად ბრძოლა სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებით.
მას საქმე ჰქონდა სხვადასხვა ადამიანთან და ქვეყნებთან – ზოგი ს და ზალუჟნის მეტად საჭირო რაღაცებს სთავაზობდა, ზოგი კი არ აწვდიდა იმას, რაც ზალუჟნის ძალიან სურდა.
სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში ზალუჟნი გამოუცდელი და გაუწვრთნელი მაღალი ეშელონის სამხედრო იყო, მაგრამ დიდებული ჯარის ლიდერად აქცია თავი. თუმცა -და ეს თუმცა სულ არის ხოლმე – იგი დიდი ალბათობით ფიზიკურად, ემოციურად და გონებრივად გამოიფიტა. სამხედრო სარდლებს ღამით რამდენიმე საათი თუ სძინავთ და მუდმივად აწყდებიან პრობლემებს, მათი მოგვარების საშუალების გარეშე.
ამისდა მიუხედავად, ბოლო ორი წელია, იგი ოსტატურად ართმევს თავს საქმეს. მას შეისწავლიან, როგორც დიად სამხედრო ლიდერს, რომელმაც კრიზისისას თავის გამოიჩინა. დროა, საქმე ხელში ახალმა სარდალმა აიღოს. კარგი გადაწყვეტილებაა კამპანიის ახალ ფაზაში ახალი სისხლის გამოყენება.
უკრაინის პრეზიდენტმა მ რვა თებერვალს მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა უკრაინის არმიის ხელმძღვანელობაში – სრულმასშტაბიანი ომიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ჯარის მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ჩაანაცვლა ოლექსანდრ სირსკიმ.
ამას წინ უძღოდა მედიაში არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია ზელენსკის და ზალუჟნის კონფლიქტზე. თუმცა ორივე მხარე ამას საჯაროდ უარყოფდა. 8 თებერვალს ზელენსკიმ ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდებაც მიანიჭა.