კიტეიშვილმა ლიდერ “ზალცბურგთან” “შტურმს” სტუმრად ქულა მოუპოვა [VIDEO]

ავსტრიის ბუნდესლიგა მე-18 ტურისა და ჩემპიონატის ცენტრალური მატჩით განახლდა – „შტურმმა“ გასვლაზე ლიდერ „ზალცბურგთან“ ფრეს მიაღწია 1:1.
მასპინძლები პირველ ტაიმში სერბმა თავდამსხმელმა პეტარ რატკოვმა დააწინაურა, საპასუხო გოლი კი მე-80 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლია. ოთარმა Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.1) დაიმსახურა. Sofascore-მა ქართველის თამაში 7.6 ქულით შეაფასა.
„შტურმი“ 38 ქულით მეორე ადგილზეა, „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს ევროპა ლიგაზე 15 თებერვალს სახლში „სლოვანთან“ გამართავს.
ზალცბურგი – შტურმი 1:1
გოლები: 1:0 რატკოვი (15), 1:1 კიტეიშვილი (80)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში