“ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა… შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს” – რას წერს თეა გოდოლაძე

· 1 042
დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თეა გო­დო­ლა­ძე ბაღ­დათ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ბაღ­დათ­ში მე­წყერ­მა ოთხი სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა და ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.
“2014 წლის 17 მა­ი­სი, დევ­დო­რა­კი; 2015 წლის 13 ივ­ნი­სი ვე­რეს ხე­ო­ბა, 2023 წლის შო­ვის და გუ­რი­ის ტრა­გე­დია, 2024 წელი, ქე­დის და ბაღ­და­თის ტრა­გე­დია. გლო­ვა და პოს­ტე­ბის წერა ვი­ცით, ვიგ­ლო­ვეთ. მე­წყერ­ში და­მარ­ხუ­ლი ოჯა­ხის და ეული, ემიგ­რან­ტი დე­დის ტრა­გე­დი­ა­ზე ვიქ­ვი­თი­ნებთ და რა?!
ეს არ არის ბოლო, წინ გა­ზა­ფხუ­ლის წვი­მე­ბი, ზა­ფხუ­ლის მყინ­ვარ­თა დნო­ბა და შე­მოდ­გო­მაა.

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა არ­სად წავა. ჩვენ რა გა­ვა­კე­თეთ, რა გა­მო­ვას­წო­რეთ?! შემ­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ჩემი კორ­პუ­სი იყოს, ვი­ღაც ფუ­ლი­ა­ნი ბი­ძის ახი­რე­ბის გამო კორ­პუ­სი ჩა­აკ­ვე­ხეს და მიწა დაძ­რუ­ლია. რომ და­ვი­მარ­ხე­ბით ამოგვ­თხრი­ან, ჭი­ქას წა­აქ­ცე­ვენ და ამ ქვეყ­ნის ფუ­ლი­ა­ნი ჯა­ყო­ე­ბი უად­გი­ლო ად­გილ­ზე ისევ კორ­პუ­სებს წა­მო­ჭი­მა­ვენ.
არა­ვინ ზრუ­ნავს ხალ­ხზე, რო­მელ­მაც არ იცის რამ­დე­ნად სა­შიშ ად­გილ­ზე ცხოვ­რობს, უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს; არას­წო­რი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი არ გას­ცეს; ახალ­გაზ­რდა კად­რი გა­ზარ­დოს, რათა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ამ ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღონ. ყვე­ლა ბეცი, ვინც ფული იშო­ვა, რა­ღა­ცას აშე­ნებს.
მრცხვე­ნია, მრცხვე­ნია! ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ. ტრა­გე­დი­ი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე, ლა­პა­რა­კის გარ­და! რა გა­ვა­კე­თეთ?!
P.S. ფბ-ს თუ გა­დავ­ხე­დავთ, გლო­ვაც “გაგ­ვიტ­რუხ­და” უკვე.” – წერს თეა გო­დო­ლა­ძე.