უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი: ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მახლობლად ჩამოვარდნილ ილ-76-ში არ ყოფილან უკრაინელი სამხედრო ტყვეები, როგორც ამას აცხადებს.
„იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები, ზუსტად შემიძლია გითხრათ – არა“ – თქვა დანილოვმა გამოცემა „ბაბელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი სიტყვებით, თვითმფრინავში რომ სამხედრო ტყვეები ყოფილიყვნენ, კატასტროფის ადგილას მეტი იქნებოდა „ბიოლოგიური მასალა“.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 24 იანვარს ჩამოვარდა ბელგოროდის ოლქში, ქალაქ ბელგოროდის მახლობლად. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ.
რუსეთის მხარე ირწმუნება, რომ თვითმფრინავი უკრაინის ჯარებმა ჩამოაგდეს.
უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ იმ დღეს მართლაც მზადდებოდა სამხედრო ტყვეების გაცვლა. ამასთან დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ასევე განაცხადა, რომ ვერ იტყვის, ვინ იყო ჩამოვარდნილ თვითმფრინავში.
ხუთშაბათს გაზეთ New York Times-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ილ-76 მართლაც ჩამოაგდეს უკრაინული სარაკეტო სისტემა Patriot-ით, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა. გამოცემის წყაროები არ ადასტურებენ, რომ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეები იყვნენ და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მათი რიცხვი 65-ზე ნაკლები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ზვიადი გვპირდებოდა ბენზინის წილიდან ნაცების აღებულ თითო ლარის დაბრუნებას, მის სახელს უკავშირდება რუსთავი-მარნეულის გზის 4-ჯერ გახსნა, რომელიც ამ დროისთვისაც არ არსებობს…” – გიორგი ჩომახაშვილი

გიორგი გახარია – როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ „ამ კაცთან საუბარი არ გვსურს“, ეს ძალიან მძიმე მესიჯია – ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე