აქტივისტ ირაკლი კაკაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, 2000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
კაკაბაძე პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა. მას უწყება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი) ედავებოდა.
23 ივნისს პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა, რომელთაგან 18-ს უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა, ორ პირს — გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას — კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საუბარია აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის ფანჯრების დაზიანებაზე.