პოლიტიკაში არის პაიკი და არა დედოფალი –

„პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციური სპექტრი “ფანჩატურის” იდეას ვერ სცდება და ფაქტია მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც ზუსტად ამ გეგმით მიდის. მათ მიერ ეს ხერხი უკვე ნაცადია, ემყარება მხოლოდ დესტრუქციას და საბოლოოდ პოლიტიკურ გაფეილებამდე მიდის“– წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პლატფორმები იქნება ძალა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, მისი დამარცხების მიზნით და ძალიან მალე “ნაციონალური მოძრაობისა” და სალომე ზურაბიშვილის ღია პოლიტიკურ კოალიციას ვიხილავთ.
„2023 წლის 20 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შექმნან პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. 2024 წლის 6 თებერვალს საპარლამენტო ტრიბუნიდან დაკვეთილი შინაარსის პოლიტიკური შეტყობინებები გაავრცელა საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან მიხეილ სააკაშვილის იდეას ღიად დაუჭირა მხარი და დააანონსა პლატფორმის შექმნა ევროპული მიზნის ირგვლივ. დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პლატფორმები იქნება ძალა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, მისი დამარცხების მიზნით და ძალიან მალე “ნაციონალური მოძრაობისა” და სალომე ზურაბიშვილის ღია პოლიტიკურ კოალიციას ვიხილავთ. პოლიტიკაში არის პაიკი და არა დედოფალი, შესაბამისად მისი როლი ნომინალურია და მას ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებს და საბოლოოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის. პოლიტიკურად გაკოტრებული ოპოზიციური სპექტრი “ფანჩატურის” იდეას ვერ სცდება და ფაქტია მათი პოლიტიკური დღის წესრიგიც ზუსტად ამ გეგმით მიდის. მათ მიერ ეს ხერხი უკვე ნაცადია, ემყარება მხოლოდ დესტრუქციას და საბოლოოდ პოლიტიკურ გაფეილებამდე მიდის. მიდის და მიდის…“-წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი