საპენსიო სააგენტოს წმინდა ამონაგები 896 მლნ ლარს შეადგენს

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია. წმინდა ამონაგებმა, კი 896 მილიონი ლარი შეადგინა.
2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23 444 406 ლარი.