აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები 28 მიმართულებით მიმდინარეობს.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს და სამუშაოებში 52 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.
„მეოთხე დღეა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებაზე იწმინდება დამეწყრილი მონაკვეთები. საერთო ჯამში, 115 მიმართულებიდან ამ ეტაპზე გაწმენდილია 60 მიმართულება, ამჟამად 28 მიმართულებაზე მიმდინარეობს სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 52 ერთეული ტექნიკა”, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი