რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
-ს თანახმად, რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს. ბრალდებული დაკავებულია.
შემთხვევა დილის საათებში ბაზრის აგროგანყოფილებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული თავადაც ბაზარში მუშაობდა.
შსს-ს ცნობით, მოკლულებს შორის ერთი ბრალდებულის ბიძაა, დაჭრილი კი – ბიძაშვილი.
კლინიკა “რუსთავის” ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, დაჭრილი 26 წლის კაცია. იგი კლინიკაში შეიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით.
“პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. საფანტით მიყენებული ჭრილობებია. პაციენტს უტარდება ლაბორატორიული კვლევები, რჩება კლინიკაში”, – განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში