იუსტიციის მინისტრის განცხადებით, არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მიხეილ სააკაშვილთან და მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილება

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რაც შეხება ქალბატონი ჩარკვიანის (თამარ ჩარკვიანი) კითხვას, რომ ევროინტეგრაციის კონტექსტში მივიღოთ გადაწყვეტილება და სააკაშვილი გავუშვათ, ასეთი იყო მისი კითხვა. ამასთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი საერთო არ აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მსჯავრდებულ სააკაშვილთან და ეს საკითხი არ განიხილება. ეს არის ჩემი პასუხი ამ კითხვასთან დაკავშირებით“,-განაცხადა ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი