რუსეთის ფედერაციის ტურისტებში, ზამთრის სეზონზე, თბილისი ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
პორტალ TourDom.ru-ზე საუბარია იმაზე, რომ საზამთროდ ტურებსა და თბილისში დასვენებაზე 200%-იანი ზრდაა, ხოლო Pink Elephant-ის ქსელის ხელმძღვანელი ალექსან მკრტჩიანი ამბობს, რომ საქართველოზე მოთხოვნა რუს ტურისტებში და ამ მიმართულებით გაყიდვები ათასჯერ გაიზარდა. ამის მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების გახსნა სახელდება, არა მხოლოდ მოსკოვიდან და სოჭიდან, არამედ სხვა რეგიონებიდანაც.
„ბევრი ფრენაა, თვითმფრინავები სავსეა“, – აცხადებენ რუსული ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.
„ყველაზე ხშირად 8-დღიან ტურებს ირჩევენ, რომლის ღირებულება $500-დან იწყება. ამ ფასში შედის განთავსება საუზმით, ღვინის დეგუსტაცია და შესანიშნავი ქართული ვახშამი. თუმცა, არის უფრო დიდი ტურებიც. მაგალითად, ახლა ველოდებით ჯგუფს რუსეთიდან, რომელიც 11 დღით მოდის“, – ამბობს ტურისტული კომპანია GavaziTravel-ის მფლობელი, რამაზ ბეროშვილი.
ოის აცხადებს, რომ თბილისში სიმშვიდეა, „ტურისტებს აბსოლუტურად არაფრის უნდა ეშინოდეთ. რადგან ქართველების მხრიდან მათ მიმართ პატივისცემა ყოველთვის იყო და არის – ასე ფიქრობს ქართველების 90% მაინც“.
რუსი ტუროპერატორების თქმით, საახალწლო აჟიოტაჟის მიუხედავად, თბილისის სასტუმროებში თავისუფალი ნომრების პრობლემა არ არის.