ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს, უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე

აშშ-ის პრეზიდენტი 9 თებერვალს უმასპინძლებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს. მოლაპარაკება გაიმართება იმ ფონზე, როცა ევროპაში მატულობს შეშფოთება თეთრი სახლის შესაძლებლობაზე, გაარღვიოს კონგრესში არსებული ჩიხი, რომელიც რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფის საკითხზე შეიქმნა.
შოლცი ვაშინგტონში ჩავიდა იმ მიზნით, რომ ხაზი გაუსვას ბაიდენის მხრიდან უკვე გაზიარებულ არგუმენტს – რომ ში ს გამარჯვება დააზიანებს დასავლეთს და მის მოკავშირეებს. შოლცი ასევე ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას, თავისი საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად.

ასევე დაგაინტერესებთ