ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება.
„სოფლებში განსახორციელებელ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთკარში შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანიც ესწრებოდა.
შეხვედრაზე იმ პროექტის მიმდინარეობაზე ისაუბრეს, რომელიც ზარდიაანთკარში გასულ წელს დაიწყო.
2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული 28 სახლის რეაბილიტაციის პროექტი თითქმის დასრულებულია.
პროექტის შედეგად ადგილობრივები რეაბილიტირებულ, გაუმჯობესებულ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.
ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით განხორციელდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – პრინციპული და საკვანძო მნიშვნელობისაა, მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ღირსეულ მომავალს, მშვიდობის შენარჩუნებას და კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში – მომდევნო წლებიში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება ბინებით