გოჩოლეიშვილმა გაიტანა – “შახტარმა” გაიმარჯვა და “მარსელთან” მატჩები ელის [VIDEO]

თურქულ შეკრებაზე “შახტარმა” ამხანაგურ მატჩში თურქმენეთის ჩემპიონი “არკადაგი” 4:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლუკა ლაცაბიძემ. გოჩოლეიშვილმა 37-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა.
ლაცაბიძემ პირველ ტაიმში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ცენტრალურ მცველად. გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ნახევარდაცვაში ათამაშა.
18:30 საათზე “შახტარის” მეორე სპარინგი დაიწყო პოლონეთის “ლეხიასთან”. “მეშახტეთა” სასტარტოშია ირაკლი აზაროვი.
15 თებერვალს უკრაინული გუნდი ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში “მარსელს” ჰამბურგში უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 23 თებერვლს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში