ჯამურად, 2024 წელს გაიხსნება 90 კმ მაგისტრალური გზა – ირაკლი კობახიძე

ჯამურად, 2024 წელს გაიხსნება 90 კმ მაგისტრალური გზა –
„ჯამურად, 2024 წელს გაიხსნება 90 კმ მაგისტრალური გზა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სატრანსპორტო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა მიმართულებას, იქნება ეს საავტომობილო გზები, რკინიგზა, ნავსადგურები, ავიაცია თუ კომუნიკაცია. დასრულდება რიკოთის საუკუნის პროექტი და აქტიურად გაგრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, გარდამტეხ და დასკვნით ეტაპზეა ს შემოვლითი გზის, კახეთის მაგისტრალის, ქვეშეთი-კობის პროექტები. აქტიურად განახლდება ხულო ზარზმის გზის, თბილისი რუსთავის მაგისტრალის და სხვა მნიშვნელოვანი მონაკვეთების მშენებლობა. ჯამურად, 2024 წელს გაიხსნება 90 კმ მაგისტრალური გზა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„რესტიტუციის კანონი გვაქვს, მაგრამ მასში ისეთი პუნქტებია შეტანილი, რომ არ იძლევა საშუალებას დევნილმა დაიკანონოს თავისი უძრავი ქონება, რომელიც გააჩნდა აფხაზეთში, თუ სამაჩაბლოში“ – ინგა ახალაია