მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის – დავით მათიკაშვილი ხატია დეკანოიძეზე

მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის – დავით მათიკაშვილი ხატია დეკანოიძეზე
მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ [ხატია დეკანოიძე] უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ს საინფორმაციო სააგენტოები ძალიან კარგად შეაფასებენ დავით მათიკაშვილის გამოსვლას. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შეგნებულად არ უნდათ გაიგონ ის სიტყვები, რომელიც 15 ნაბიჯის დაშორებიდან ითქვა.
„ქალბატონი ხატია თუ იქნებოდა, უფრო მოისმენდა ჩემს ნათქვამს. მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ ადევნებს ალბათ უფრო თვალყურს და კარგად იცის, მაგრამ მე კარგად გავიგე ის ნათქვამი, რაც მას არ სურდა რომ გაეგო. აქ იყო საუბარი იმ ღალატზე რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა და დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
Next: „ქართული ოცნებაზე“: ეს არის ძალა, რომელმაც აღკვეთა პატიმრების სისტემური წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიასაშუალებებზე მონოპოლია

ასევე დაგაინტერესებთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება